ჟიული შარტავას გამზირი,
აჭარა ბათუმი.
ფანჯრებისა და ვიტრაჟების სიღრმისეული წმენდა ხშირად რთული და სახიფათოა, განსაკუთრებით მაღალ სართულებზე ან რემონტის შემდეგ დაგროვილი ჭუჭყის შემთხვევაში. დასვრილი მინა და ვიტრაჟი არა მხოლოდ არაესთეტიკურია, არამედ ართულებს სივრცის ბუნებრივ განათებასაც. ჩვენი პროფესიონალური გუნდი იყენებს სპეციალურ ტექნიკასა და ეკო-მეგობრულ საშუალებებს, რათა უზრუნველყოს თქვენი უსაფრთხო და ხარისხიან მომსახურებას, რათა თქვენი ხედვა ყოველთვის ნათელი და სასიამოვნო იყოს.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ნდობას და ერთგულებას. სწორედ ამიტომ, რეგულარული მომსახურების შემთხვევაში გთავაზობთ სპეციალურ ფასდაკლებას, რომელიც თქვენი კომფორტისა და სისუფთავის შენარჩუნებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
500 კვ.მ–ზე მეტი ფართის დასუფთავებისას მოქმედებს დამატებითი ფასდაკლება, კიდევ უფრო განსაკუთრებული შეთავაზება. ჩვენი მიზანია, რომ მასშტაბური სივრცეების წმენდა იყოს არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ ეკონომიურად მომგებიანი თქვენთვის.
• რემონტის შემდეგ – როცა მინა დაფარულია მტვრით, საღებავით ან სხვა სამშენებლო
ნარჩენებით.
• რეგულარულად, სეზონურად – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რათა შენარჩუნდეს
სისუფთავე და ნათელი ხედი.
• როცა გარედან წმენდა სახიფათოა და საჭიროა პროფესიონალური გუნდის ჩართვა.
• რეკლამებისა და ფასადების მოვლისას – როცა სარეკლამო აბრები, ლოგოები და
ფასადები კარგავენ ბზინვარებას.
ვასუფთავებთ ფანჯრებს, ვიტრაჟებს, ფასადებს, ჩარჩოებს, ასევე სარეკლამო აბრებს, ლოგოებსა და ბანერებს.
პროფესიონალური წმენდა უზრუნველყოფს სიღრმისეულ შედეგს, ნაკაწრების გარეშე და უსაფრთხოდ, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში.
დრო დამოკიდებულია ობიექტის ზომასა და სირთულეზე. სტანდარტულად, წმენდა სრულდება იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეში.
არა. ვიყენებთ ნაზი და უსაფრთხო საშუალებებს, რომლებიც იცავს მინას, ვიტრაჟს და მათ დეკორატიულ ელემენტებს.